კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ „პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ პარტნიორები არიან, სამთავრობო ბლოკს წარმოადგენენ"

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ „პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ პარტნიორები არიან, სამთავრობო ბლოკს წარმოადგენენ". აღნიშნულის შესახებ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ისინი რომ შეკრულები არიან, ეს ძალიან ცუდი სიტყვაა, ისინი ჩვეულებრივი პარტნიორები არიან. მათი პარტიები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ერთგვარ ტოტს. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ცუდი არის ის, როდესაც ამბობ, რომ ოპოზიციონერი ვარო და მერე ხარ სამთავრობო ბლოკის წევრი, პრაქტიკულად. ამაშია მთელი პრობლემა, თორემ ყველას თავისი არჩევანი აქვს", - აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი თქმით, საზოგადოებამ რომ გადახედოს „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ქმედებებს, ნახავს, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც აწყობს „ქართულ ოცნებას“.

„ოცნების“ პროპაგანდა მათ ასაღებს იმდაგვარად, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენები, ვინც მათ პოლიტიკას არ ეთანხმებიან და მათი მონა არ არის, რადიკალური ოპოზიციაა", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ორი პარტია ოპოზიცია არ არის.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს