რატი იონათამიშვილი - ნებისმიერი პარტია, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა

ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, ავტომატურად გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომლის ერთადერთი ამოცანა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების ხელშეშლაა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

რატი იონათამიშვილის აზრით, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული გეგმა პოლიტიკური პარტიებისთვის მანიპულაციის სივრცეს არ ტოვებს.

"დღეს როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ იმას, რომ გეგმა შემუშავებულია, ამაზე რადიკალური რეაქციები ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იქნება. საქართველოს პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია, ჩვენ პროაქტიულ რეჟიმში ვმუშაობთ და ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუნქტის შესრულებაზე საპარლამენტო საქმიანობას გადამწყვეტი როლი ექნება. როდესაც დღეს ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ პარლამენტი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ მუშაობენ პარლამენტში", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს