გივი მიქანაძის ინფორმაციით, 7 ივლისს, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან დეპოლარიზაციის საკითხზე შეხვედრას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, 7 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებთან დეპოლარიზაციის საკითხზე შეხვედრას გეგმავს.

მიქანაძის თქმით, კონსულტაციები დეპოლარიზაციის საკითხზე მონიტორინგის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართება. მისივე თქმით, 11 ივლისს დაგეგმილია სასამართლო რეფორმის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელმაც განხორციელებული რეფორმები უნდა შეფასოს და შემდგომ საქმიანიბასთან დაკავშირებით შეჯერდეს.

"როგორც ხედავთ, მმართველი გუნდი ერთი დღის დაკარგვას არ აპირებს იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რაც აბსოლუტურად შესრულებადია, განვახორციელოთ, რათა სამართლიანად მივიღოთ 6 თვის თავზე ის, რაც გვეკუთვნის,"- განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები პარლმენტმა განახორციელოს და შეასრულოს.

"იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიებისთვის ვიყოთ მომზადებული და პოზიციები იყოს შეჯერებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ივლისი და აგვისტო სამუშაო ჯგუფების ფორმატში იქნეს გამოყენებული, რომ პოზიციები შევაჯეროთ სესიისთვის და გრაფიკის მიხედვით ეს ყველაფერი განვახორციელოთ. მმართველ გუნდში ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხებზე. ამ კვირიდან უკვე კონკრეტულ აქტივობებს ვიწყებთ,"- განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება. პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება. პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს