ანა დოლიძე - მთავარია რეფორმების გატარება სასწრაფო წესით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი გულისწყრომა - ქუჩაში მიტინგები დემოკრატიისთვის კბილის გახეხვასავით აუცილებელი ნაწილია

ევროპული პერსპექტივიდან ქუჩაში მიტინგები დემოკრატიისთვის კბილის გახეხვასავით აუცილებელი ნაწილია, - ამის შესახებ „ხალხის პარტიის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ქუჩის პროტესტი ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო არაა და მეტიც, ეს ევროპაში „ჩვეულებრივია“.

„ევროპულ ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივია. ახლა ვიყავი ინგლისში კონფერენციაზე ჩასული და უნივერსიტეტების გაფიცვა მიმდინარეობს, ეს ჩვეულებრივია. ესეც ევროპული ცხოვრების ნაწილია, გამოსვლა, კრიტიკა, გადადგომის მოთხოვნა, ამას ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და თუ „ქართული ოცნება“ იმდენად მგრძნობიარე იქნება, რომ უსმენს და ამ წნეხს დაექვემდებარება, ჩვენთვის მთლად უკეთესი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, ახლა მთავარია რეფორმების გატარება სასწრაფო წესით და ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილება, თუმცა ეს პროცესი ხელისუფლების მიმართ „უკმაყოფილებისა და გულისწყრომის“ დაფიქსირება ხელს არ უშლის.

„რა თქმა უნდა, მთავარია რეფორმების გატარება სასწრაფო წესით, 12 პუნქტთან დაკავშირებით დაკმაყოფილება ევროკავშირის პირობების და ამ გლობალური შესაძლებლობის გამოყენება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი გულისწყრომა, დაუკმაყოფილებლობა და ფრუსტრაცია იმით, თუ როგორ ვერ გაართვა ამ ამოცანას ამ ეტაპზე, თავი ხელისუფლებამ და ეს ორი ამოცანა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. მე გადავავლე ევროპის უახლეს ისტორიას თვალი და მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ელემენტარულ საკითხზე, მაგალითად, ვიღაცამ არ გაატარა საკუთარი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტიდან იყო დახარჯული, სოციალურ დახმარებაში იყო შეცდომები ჰოლანდიაში, არ დამტკიცდა ბიუჯეტი ბულგარეთში, ასეთი საქმეების გამო გადადგებიან ხოლმე ევროპული მთავრობები, რომელთაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე