სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაის” ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი ფართოვდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “ალდაგის” პრესსამსახურიდან აცნობეს, კლინიკას ქირურგიული პროფილის სამი ახალი განყოფილება დაემატა, რომელშიც სხვადასხვა სახის ოპერაციებს მოწვეული ცნობილი სპეციალისტები ჩაატარებენ.
ნეიროქირურგიულ ოპერაციებს პროფესორ გოჩა ინგოროყვას ცენტრის სპეციალისტები განახორციელებენ, პლასტიკურ ოპერაციებს - ივა კუზანოვის კლინიკის წარმომადგენლები, ხოლო ორთოპედიულ ოპერაციებს - ბადურ ზიმლიცკი და მისი კოლეგები გააკეთებენ.
ასევე, ქირურგიულ ცენტრში ფუნქციონირება ონკოლოგიურმა განყოფილებამ და სპინალური ტომოგრაფიის ცენტრმა დაიწყო.
სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაიმ” წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი გასულ წელს შეიძინა. კლინიკაში ფუნქციონირებს დიაგნოსტიკური, ქირურგიული, ინტენსიური და სტაციონარული განყოფილებები (35 პაციენტზე). დიაგნოსტიკურ განყოფილებაში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული; და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ხოლო სტაციონარულ ნაწილში ტარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები.
;წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ ცენტრში 100-მდე ექიმ-სპეციალისტია დასაქმებული.