მიხეილ დაუშვილი - თუ რეალური იქნება და საშუალებას მოგვცემს, სტატუსამდე მივიდეთ, მზად ვართ, ყველანაირ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა

თუ პროცესი იქნება რეალური და საშუალებას მოგვცემს, რომ კანდიდატის სტატუსამდე მივიდეთ, მზად ვართ, ყველანაირ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობის შესახებ საუბრისას დაუშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან მზაობა უნდა დაინახონ.

„ქართული ოცნება“ იმასაც ცდილობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველანაირი ფორმით და რესურსით, გაიხანგრძლივოს არსებობა. თუ პროცესი იქნება რეალური და საშუალებას მოგვცემს, რომ კანდიდატის სტატუსამდე მივიდეთ, მზად ვართ, ყველანაირ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. თუ სასამართლო ინსტრუმენტი დაითმობა, საარჩევნო სისტემა გასწორდება, თუ პროკურატურა ისეთ მოდელზე გადავა, როგორზეც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ეს აპრიორი დეოლიგარქიზაციამდე მიგიყვანს. შეხვედრაზე ხომ უნდა მიხვიდე, რომ გაიგო რას გთავაზობენ, მისცე ალტერნატიული შეთავაზება და ამ შემოთავაზებაზე პასუხი დაინახო, რომ მზად არიან ამაზე წამოვიდნენ. შესაბამისად, ამ პროცესში შესვლას შინაარსი და აზრი ექნება“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისი თქმით, პოლარიზაციის წყარო „ქართული ოცნება“ და ოპოზიციაა.

„მოცემულობა არის ერთი: პოლარიზებას ორი წყარო აქვს: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა.“ როდესაც დეპოლარიზებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ ამასთან, პოლარიზების მეორე მხარე „ნაციონალური მოძრაობაა.“ დეპოლარიზაცია „ოცნების“ ინტერესში არაა, რადგან ის ამაზე დგას, არა მხოლოდ „ოცნება,“ გარკვეულწილად „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა