შალვა პაპუაშვილი 5 ივლისის ძალადობაზე - ეს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლოეს ისტორიაში არის ამოვარდნა იმ მდგომარეობიდან, რომელსაც საზოგადოება ვიყავით შეჩვეული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 5 ივლისს მომხდარი ძალადობა არის ამოვარდნა იმ მდგომარეობიდან, რასაც საზოგადოება იყო შეჩვეული და ეს „დასაგმობი და გასააზრებელია“. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის მიერ "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების თაობაზე კონსტიტუციური სარჩელისა და ზოგადად, 5 ივლისის მოვლენების შესახებ საუბრისას განუცხადა.

„არ მინდა შინაარსობრივ განხილვაში შევიდე და რამე დავაკავშირო ან არ დავაკავშირო. 5 ივლისს რაც შეეხება, ეს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლოეს ისტორიაში არის ამოვარდნა იმ მდგომარეობიდან, რომელსაც საზოგადოება ვიყავით შეჩვეული. ამოვარდნა იყო ის, რომ ამხელა აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ გამოხატული. ძალადობა, რაც მაშინ ვნახეთ, ეს დასასჯელი და დასაგმობია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ გასააზრებელია ის ამოვარდა, რაც 5 ივლისს ვნახეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სახალხო დამცველი უფლებამოსილ სუბიექტებს მიმართავს და სარჩელს შეიტანს, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს.

„ომბუდსმენს ეს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ როგორც მან განაცხადა, მიმართავს იმ სუბიექტებს, რომლებსაც აქვთ ეს უფლებამოსილება - ესენი არიან, მათ შორის, დეპუტატებიც. ამიტომ თუ სარჩელს შეიტანენ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ამას შინაარსობრივად ვერ განვიხილავ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოველენებს უკავშირდება.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო