ირაკლი კობახიძე - ვიღაცებისთვის ბიძინა ივანიშვილის არსებობა არის პრობლემა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ამ კაცში ხედავენ - რაღაც სინდრომია და შეიძლება ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ

ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს... ეტყობა, ეს არის [ოპოზიციის წარმომადგენლები] ქვეცნობიერი თუ ცნობიერი, ფსიქოლოგიური პრობლემა და მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას სურს პოლიტიკაში დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა, რა მიზანი აქვს ამას, გაუგებარია.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დე-ფაქტო სანქციები ივანიშვილის მიმართ უკვე მოქმედებს, მას აქვს შეჩერებული გადარიცხვები. მე არ მაქვს თანხებთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუმცა, ეს გადარიცხვები შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სანქციები მოქმედებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კაცისგან რაღაც უნდათ, თუ რა არის ეს, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. გაუგებარია რა უნდა უნდოდეთ, გარდა კონკრეტული რაღაცეებისა, მაგრამ ამის განხილვაში ვერ შევალ. გამოდის რაღაც უნდათ ამ კაცისგან და ამიტომაც უნდათ პოლიტიკაში მისი დაბრუნებაც. ოპოზიცია პირდაპირ ითხოვს, რომ დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ოზიციისთვის ისიც კი პრობლემაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებობს. როგორც კობახიძე ამბობს, ეს „ფსიქიკური თუ ფსიქიკური სინდრომია“.

მისივე მტკიცებით, ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ახლა რჩევებაც კი არ აძლევს.

„ვიღაცებისთვის ბიძინა ივანიშვილის არსებობა არის პრობლემა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ამ კაცში ხედავენ. რაღაც სინდრომია და შეიძლება ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ. აშკარაა, რომ არის ფსიქოლოგიური, თუ ფსიქიკური სინდრომი რასთანაც გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, 2012 წლიდან გამოყვათ ეს სინდრომი. მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ არის სიმშვიდე, ამასაც როგორც ჩანს, ივანიშვილს აბრალებენ, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის მათი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი, ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი.

ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, გალერსაც წამოცდა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია ქვეყნიდან წავიდოდაო. ნახეთ, როგორ ესმით პატრიოტიზმი? - პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რაიმე მსგავსი ფენომენი. აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება - პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაბარდეთ ქვეყანა. თქვენ იმ აქციებზე ნახეთ, რომ სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ არანაირი რწმენა არა აქვთ. ეს არის მათი დამოკიდებულება, რომ თუ ადამიანი პატრიოტია ქვეყნიდან უნდა გავიდეს, უსამშობლო ადამიანები კი, არა მარტო სცენაზე უნდა იდგნენ მართვის სადავეები უნდა აიღონ.

რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, ბაიდენის ადმინისტრაციის 90% არის ობამას ადმინისტრაციის გაგრძელება, ამიტომ ობამა ამერიკის არაფორმალური მმართველია? ღია წყაროებით შეგიძლიათ ნახოთ, რომ ობამა პირდაპირ არის ჩარეუული პოლიტიკური რჩევების მიცემის კუთხით ბაიდენის საკადრო პოლიტიკაში, ეს არის ჩვეულებრივი ნორმა.

ერთადერთი, რაც შეიძლება ვიღაცამ თქვას ბიძინა ივანიშვილზე, არის ის, რომ ხომ არ აძლევს ვინმეს რჩევებს. არ გვაძლევს ამ რჩევებს, მაგრამ რჩევებსაც რომ გვაძლევდეს, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ნორმა“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა