ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიას ბევრი რამ აქვს დასამალი და ამიტომ მალავს კიდეც - ის იღებს რუსულ ფულს, მაშინ როცა გვიმტკიცებდა, თითქოს ყველაფერ რუსულზე აჟრიალებდა

ელენე ხოშტარიას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი და ამიტომ მალავს კიდეც - ის იღებს რუსულ ფულს, მაშინ როცა გვიმტკიცებდა, თითქოს ყველაფერ რუსულზე აჟრიალებდა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის შეფასებით, “ორმაგი სტანდარტი აჩვენებს, რომ რაღაცაშია საქმე“.

“აღმოჩნდა, რომ ის დიდი ოდენობით რუსულ ფულს რუბლებში იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რომ მალავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ დასამალი აქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. ამ საკითხზე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ განმარტება გააკეთა.

„ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში. მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად“,- განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე