ბექა დავითულიანი არასამთავრობოებზე - თუ უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ, დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციად, არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ

რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ყველა მიმართულებიდან რამენაირად ზიანი მიაყენოს ხელისუფლებას და რამენაირად მათთვის სასარგებლო ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე. ოპოზიციის მხრიდან არასამთავრობო სფერო მთლიანად პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული - ჩვენი ამოცანაა ქვეყანა გახდეს კანდიდატი, ამიტომ 12 პუნქტიდან 11,5 პუნქტს ვასრულებთ, 0,5 ოპოზიციას აქვს შესასრულებელი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ პოლიტიკაში ყოფნა სურთ, პოლიტიკურ ორგანიზაციად უნდა დარეგისტრირდნენ.

„ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს მთელი რიგი კანონით დაწესებული შეზღუდვები და არასამთავრობო ორგანიზაციას და მის წევრს არანაირი შეზღუდვა და მსგავსი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მათთვის არის კომფორტული, გამოვლენ დაფინანსებას აიღებენ უცხოური ფონდებიდან, რაც პარტიას ეკრძალება, როლს მოირგებენ ვითომ ობიექტური მონიტორისა, გამოვლენ და შეასრულებენ იმ პარტიის საქმეს, რომლის თანამოაზრეები და თანაგუნდელებიც არიან. თუ უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და პოლიტიკური მიზნები გაცხადებული აქვთ, მაშინ დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციად, ან გაწევრიანდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ.

ოპოზიციის ნაწილის ამოცანა განა ის არის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ მათი მთავარი ამოცანაა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება-არ მიღების საკითხი აქციონ ხელისუფლების მოპოვების შანსად, ანუ თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახადონ საფუძველი იმის, რომ შეცვალონ ხელისუფლება. ჩვენი ამოცანაა ქვეყანა გახდეს კანდიდატი, ამიტომ 12 პუნქტიდან 11,5 პუნქტს ვასრულებთ, 0,5 ოპოზიციას აქვს შესასრულებელი, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას“, - განაცხადა დავითულიანმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა