ირაკლი კობახიძე - აქციებზე სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ არანაირი რწმენა არა აქვთ

თქვენ იმ აქციებზე ნახეთ, რომ სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ არანაირი რწმენა არა აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „შინ ევროპისკენ“ გამართული აქციების სპიკერებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ვიღაცებისთვის ბიძინა ივანიშვილის არსებობა პრობლემაა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას მასში ხედავენ.

ამასთან, მისივე შეფასებით, ამ ადამიანების დამოკიდებულებაა, რომ „თუ ადამიანი პატრიოტია ქვეყნიდან უნდა გავიდეს, უსამშობლო ადამიანები კი, არა მარტო სცენაზე უნდა იდგნენ მართვის სადავეები უნდა აიღონ“.

„ვიღაცეებისთვის ბიძინა ივანიშვილის არსებობა არის პრობლემა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ამ კაცში ხედავენ. რაღაც სინდრომია და შეიძლება ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ. აშკარაა, რომ არის ფსიქოლოგიური, თუ ფსიქიკური სინდრომი რასთანაც გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, 2012 წლიდან გამოყვათ ეს სინდრომი. მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ არის სიმშვიდე, ამასაც როგორც ჩანს, ივანიშვილს აბრალებენ, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის მათი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი, ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი.

ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, გალერსაც წამოცდა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია ქვეყნიდან წავიდოდაო. ნახეთ, როგორ ესმით პატრიოტიზმი? - პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რაიმე მსგავსი ფენომენი. აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება - პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაბარდეთ ქვეყანა. თქვენ იმ აქციებზე ნახეთ, რომ სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ არანაირი რწმენა არა აქვთ. ეს არის მათი დამოკიდებულება, რომ თუ ადამიანი პატრიოტია ქვეყნიდან უნდა გავიდეს, უსამშობლო ადამიანები კი, არა მარტო სცენაზე უნდა იდგნენ მართვის სადავეები უნდა აიღონ“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა