გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს დასავლეთი ქართულ საზოგადოებას აყენებს დილემის წინაშე: მშვიდობა ან ომი და ევროპაში ინტეგრაცია, ანტისახელმწიფოებრივია

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს დასავლეთი ქართულ საზოგადოებას აყენებს დილემის წინაშე - მშვიდობა ან ომი და ევროპაში ინტეგრაცია, არის ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურება ხალხის დაშინების რუსულ ინტერესებს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდეს.

ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება" ვერაფრით უპირისპირდებიან საზოგადოების 85%-იანი ნაწილის ნებას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და დეოლიგარქიზაცია და დემოკრატია ერთმანეთთან შეუთავსებელია, რაც პირდაპირ გულისხმობს, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისგან ჩამოშორებას. სწორედ ამიტომ, იგონებენ ტყუილს, რომ დასავლეთი ომს გვთხოვს და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი ომის დაწყებასა და ევროპაში ინტეგრაციას შორის, ანუ კობახიძის ლოგიკით, დეკემბერში როცა უარს გვეტყვიან საბოლოოდ, კი არ უნდა გავბრაზდეთ ხელისუფლებაზე, უნდა გაგვიხარდეს რომ ომს აგვაცილეს.

გამოსავალი მარტივია, არაძალადობრივი პროტესტის ფორმებით, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, „ქართული ოცნება" რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობისა და ევროპაში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა