სერგო ჩიხლაძე - პაპუაშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ირაკლი კობახიძის გარეშე “სტაფერსაც” კი ვერ დანიშნავს - გაურკვეველ შეხვედრაზე მისვლას “სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები გრძელდება და ოპოზიციის შეჯერებული პოზიცია ხვალისთვის გახდება ცნობილი.

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის საჭიროებაზე თანხმდება.

“რაც შეეხება შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას, არანაირ ფორმატში მასთან “სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოდგენილი არ იქნება. ამის მიზეზია ის, რომ შალვა პაპუაშვილის მიმართ ნდობა ნულოვანია. პაპუაშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის. ის ირაკლი კობახიძის გარეშე "სტაფერსაც" კი ვერ დანიშნავს. არაუფლებამოსილ პირთან გაურკვეველი დღის წესრიგით, გაურკვეველ შეხვედრაზე მისვლას “სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხვალ საპარლამენტო ჯგუფებთან შეხვედრას აპირებს.

პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.

“ქართული ოცნების“ გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული ჯგუფის კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს