პაატა მანჯგალაძე - ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, „სავლე იქცა პავლედ“, ღმერთმა ხელი მოუმართოს - ჩვენ არ გვჯერა

ვისაც სჯერა იმის, რომ კობახიძე გარდაისახა, „სავლე იქცა პავლედ“, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენ არ გვჯერა ამ პროცესის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, აუცილებელია საპროტესტო აქციების გაგრძელება და კონკრეტული გეგმის წარდგენა საზოგადოებისთვის.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიიჩნევს, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის მიღწევა შესაძლებელია იმ პროპორციით, რა პროპორციითაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას დათმობს.

„თავისი ნებით არცერთი ხელისუფლება არ თმობს ძალაუფლებას. შესაბამისად, აუცილებელია პროტესტის გაგრძელება და პროტესტთან ერთად, აუცილებელია კონკრეტული გეგმა, რომ ხალხმა იცოდეს, ნათლად ხედავდეს, თუ როგორ ვაპირებთ ცვლილებებს. არ შევქმნათ მოლოდინი, რომ ყველა ერთ აზრზე იქნება ოპოზიციაში, მაგრამ საერთო საკითხებში, რასაც ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია, ყველა თანახმა ვართ, უბრალოდ ტაქტიკასთან დაკავშირებით არის სხვაობა.

თუმცა, ვისაც სჯერა იმის, რომ კობახიძე გარდაისახა, „სავლე გახდა პავლე“, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენ არ გვჯერა ამ პროცესის. სიტყვებს მოვაყოლოთ საქმე და საქმე არის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მეორე მოსმენით. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჯერ დეპოლარიზება და შემდეგ, ამ თემებზე საუბარი, ანუ პირში წყალი ჩავიგუბოთ მიტაცებული ძალაუფლების პირობებში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, დეპოლარიზება მოხდება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც დათმობს ძალაუფლებას ხელისუფლება. ეს არის მარტივი ფორმულა, უნდა გვანახონ ქმედებებით, რომ ამისთვის მზად არიან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ხელს არ შევუშლით“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს