გურამ მაჭარაშვილი - განსხვავებული მიზნები გვაქვს: ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა

პრობლემა არის ის, რომ განსხვავებული მიზნები გვაქვს - ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, შეთანხმება რთულია, როცა მიზნები განსხვავებულია.

"ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, ამათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ამათ ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როცა მიზნები განსხვავებულია ბუნებრივია, შეთანხმება არის რთული. აქედან გამომდინარეა სწორედ მათი განცხადებები, რომ "ქართული ოცნება" არ შეასრულებს ევროკომისიის მოთხოვნებს და დაანონსეს აქციაზე ხალხის მოსვლა. მერე, როცა დაინახეს, რომ დავიწყეთ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულება, საზოგადოებას უთხრეს, რომ ეს ის გეგმა არ არის, რაც თქვენ გგონიათ და ჩვენ შევქმნით გეგმას, რომელიც ხელისუფლებაში მოგვიყვანსო. სწორედ ამიტომ იყო, რომ საზოგადოების მხრიდან დაინახეს პროტესტი, რადგან აქციაზე მისული საზოგადოება ელოდა, რომ ნახავდა გეგმას, როგორ შევიდოდა ევროპაში, თუმცა, დახვდათ გეგმა, როგორ მოვიდოდა ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს ეს შედეგი, რაც მიიღეს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი