ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მათი ამოცანაა, როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი იქნებ კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ - ეშინიათ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის

მათი ამოცანაა, როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი იქნებ კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ მიიღებენ და არც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა სურთ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიმართ უნდობლობა და სხვა მიზეზები რაზეც ისინი საუბრობენ, სინამდვილეში საბაბია, რომ უარი თქვან ნორმალურ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე.

„მათთვის მთავარი ამოცანა ამ 12 პუნქტის შესრულება არ არის, მთავარი ამოცანაა ის, რომ როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი იქნებ კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ. რაც შეეხება უნდობლობას, ყველაზე დიდი უნდობლობა მათ თავიანთი თავის მიმართ აქვთ, რადგან თავიანთ პოლიტიკაში არათანმიმდევრულები არიან, ეშინიათ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური სცენარი ვეღარ განხორციელდება. ეშინიათ იმის, რომ არჩევნების გზით ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში. ამიტომ ყველანაირ საბაბს მოძებნიან ყოველთვის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრების რეჟიმში არ იყვნენ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს