გიორგი ვაშაძე - სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით, ამის გადასაფარად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა "ეფესბეს"  ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა

დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გარეშე მივიღებთ - როგორ? დაელოდეთ და ნახავთ! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ამასთან, როგორც ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მიმაგრებულია ФСБ-ს ოპერატიული ჯგუფი, რომლის დავალებითაც „ქართული ოცნების“ საქართველოს ომში ჩართვის შესახებ საუბრობენ.

ვაშაძის ინფორმაციით, მანამდე ამ ადამიანებთან დისტანციური კავშირი იყო, ხოლო ახლა - ბოლო ერთი კვირის მანძილზე საქართველოში მოვლენილი არიან.

ვაშაძის მტკიცებით, სახელისუფლო ნარატივი, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, „ეფესბეს"კურატორების მიერ არის დაწერილი.

„სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ამ სანქციების გადასაფარად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა „ეფესბეს" კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციები იმის გამო წესდება, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა “ქართული“ ოცნებიდან“ სამი ადამიანის გამოყოფა იყო, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ კვლევების შედეგად, "ეფესბეს" მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ადამიანებს ნულოვანი ნდობა აქვთ. სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება იმის შესახებ, რომ "ეფესბეს" ოპერატიული ლეგენდა საქართველოს მოქალაქეებამდე მიიტანონ. გვაქვს ინფორმაცია ვინ არიან ჩართული საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების დამუშავებაში, რომლებიც არც ისე ცნობილი ადამიანები არიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა