ირაკლი ზარქუა - გიორგი ვაშაძეს გადაეცით, რომ იდიოტია

გიორგი ვაშაძეს გადაეცით, რომ იდიოტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ეფესბეს" ჯგუფს, რომელზეც ვაშაძე საუბრობს, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

„მე ვადასტურებ ვაშაძის განცხადებას, დიახ "ეფესბეს" გარკვეული ჯგუფი არის საქართველოში უკვე დიდი ხანია, მას ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა", ხოშტარია და ა.შ. რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, მათ შორის, მცდელობა აქვთ, რომ საქართველო ჩართონ ომში, არიონ ეს ქვეყანა და ქაოსში გადააგდონ. ამისთვის 3 მცდელობა ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, არც მომავალში გამოუვათ, რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია,"- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მიმაგრებულია „ეფესბეს“ ოპერატიული ჯგუფი, რომლის დავალებითაც „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ საუბრობენ. ვაშაძის თქმით, აქამდე ეს თანამშრომლობა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ახლა კი ეს ჯგუფი საქართველოში იმყოფება.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს