ირაკლი ზარქუა - არახამია და ასეთი ადამიანები, თუ უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია არსებობს, ასეთს მიეკუთვნება - ერთი ჩვეულებრივი „ნაცაქტივისტია"

არახამია და ასეთი ადამიანები, თუ უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია არსებობს, ასეთს მიეკუთვნება - ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს აბარიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე უკრაინაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ზარქუამ არახამიას „ნაცაქტივისტი" უწოდა.

„ქართველებს რუსულად, ოკუპანტის ენაზე გველაპარაკება, ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის?! ეს არის ერთი ჩვეულებრივი „ნაცაქტივისტი" საგარეო მიმართულებით, რომლის ინტერესიც არის რამენაირად ეს ქვეყანა ომში ჩართული იყოს, რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდგომ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი ამ გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს აბარიათ. უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმე ხალხია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი ერთიანობისთვის.

ნუ უსმენთ ფასიან ლობისტებს, არახამიას და მსგავს ტიპებს. მოცემულია 12 პუნქტი, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს, ამისთვის მზად ვართ, შევთავაზეთ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს როგორ შეიძლება ეს პუნქტობრივად გავაკეთოთ იმაზე ადრე, ვიდრე 6- თვიანი ვადაა, რომელიც გვაქვს მოცემული. ის, ვინც ამ პროცესის ალტერნატიულ პროცესს წამოიწყებს, ან შეეცდება, რომ გარედან დაგვარტყას, ან ჩვენს ქვეყანას დაარტყას, არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი,"- განაცხადა ზარქუამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს