ირაკლი კობახიძე - ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პარტიის ოფისში დღეს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, მას პრემიერთან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების და „კრედიტ სუისის“ შესახებ არ უსაუბრია.

კობახიძის განცხადებით, „კრედიტ სუისის“ მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას საერთოდ არ უფრთხილდება. ამასთან, მისი თქმით, ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

„პრემიერის მონაწილეობით დღეს პარტიაში შეხვედრა ნამდვილად შედგა. სხვადასხვა მიმდინარე, მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ, რაც პარტიის საქმიანობას და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გაავრცელა. ადვოკატი აცხადებს, რომ დე ფაქტო არაფორმალური სანქციები დიდი ხანია მოქმედებს. ეს არის პოზიცია, რომელიც არის წარმოდგენილი და აშკარად ბუნებრივია, ამ განცხადებაში ლოგიკა არის. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცებს ამ არაფორმალური სანქციების დაწესება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ანუ რისთვის შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში შემოყვანა მისი ნების წინააღმდეგ სჭირდებოდეთ, არ ვიცი, საზოგადოებამ იმსჯელოს ამაზე.

„კრედიტ სუისის“ მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს. ბუნებრივია ეს ასეა. სრულად კარგავს ასეთ დროს ბუნებრივია ნებისმიერი კლიენტის ნდობას ეს სისტემა. ჩვენ ბავშვობიდან გვახსოვს ყველას, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ეს იმიჯი სამწუხაროდ, მთლიანად ნადგურდება. რაში შეიძლება ვიღაცას ეს სჭირდებოდეს არ ვიცი, ეს ერთი და მეორე: ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მე ამ თემაში ნამდვილად არ შევალ,“ - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს