ლევან იოსელიანი კობახიძის განცხადებაზე - ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ დაბალ ბარიერსო - დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას, მათ ამით ვერ დააშანტაჟებ

ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ დაბალ ბარიერსო - დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას, ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს „ქართულ ოცნებას" იმის რესურსი არ აქვს, რომ ბარიერის შემცირების საკითხზე ევროკომისიას ევაჭროს.

„პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია 12- პუნქტიანი გეგმის შესრულება ყველას მიერ, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში შემდგომი არჩევნები ჩატარდეს გახსნილ, პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ექნებათ საშუალება გადალახონ ბარიერი და პარლამენტში შემოვიდნენ. ეს თუ არ მოხდა და 5- პროცენტიანი ბარიერის პირობებში, მხოლოდ 2- მა პარტიამ შეძლო პარლამენტში შემოსვლა, ეს ამ ქვეყანას იმდაგვარი დაპირისპირების წინაშე დააყენებს, რომელიც მთელი ეს 30 წელია არსებობს და რამაც ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა. პოლიტიკური პროცესი მაშინ არის წარმატებული, როცა გარეთ არსებული განწყობები პარლამენტშია ასახული - პარლამენტშია დებატები და არა ქუჩაში. თუ ვინმეს უნდა, ქვეყანა განწირული იყოს მიტინგებისთვის და გადადექის ძახილისთვის, ეს 5- პროცენტიანი ბარიერის პირობებში გარანტირებული იქნება.

დეპოლარიზაციას ხელს საარჩევნო ბარიერის დაწევა შეუწყობს, არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" იმის რესურსი აქვს, ამით ევროკომისიას ევაჭროს. მათ კონკრეტული დღის წესრიგი მოგვცეს, თუ შეასრულებენ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ, დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ უნდა გველაპარაკონ, არგუმენტი ჩვენგან უნდა მოისმინონ. თორემ, ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ, მათ 12 პუნქტის შესრულება სჭირდებათ,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

"შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.

ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს,"- განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო