პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - "ქართული ოცნება" არის თაღლითი და „გადამგდები“

ირაკლი კობახიძემ დღევანდელი განცხადებით, ჩვენი მიდგომის სისწორე კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაკი "ქართული ოცნება" არის თაღლითი და „გადამგდები“, ვიდრე ოპოზიცია მასთან ახალ ურთიერთობასა და ახალ ნდობაში შევა, 19 აპრილის შეთანხმების პირობები შესრულება უნდა აიძულოს.

"19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულება „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალად.

კობახიძემ გვიპასუხა, რომ ამის ახლა შესრულებას არ აპირებენ და როგორც ვალდებულებას მომავალში ავანსად აიღებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს - ქართული ოცნების ნდობა არ შეიძლება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნება" მზადაა 2%-მდე დაწიოს საარჩევნო ბარიერი, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა