ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, მას პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და აპარატის თანამშრომლებს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, მას პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში ამ მიზნით არ შესულა.

მისი თქმით, ის მხოლოდ პაპუაშვილის აპარატის თანამშრომლებს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა, პაპუაშვილს კი, „ხელი ჩამოართვა".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები: "ლელო", სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ ფორმატში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან მარტო დეპოლარიზაცია ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის მთავარი საკითხი არ არის. 12 პუნქტის შესრულება კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ბევრი საკითხი უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პროექტების დონეზე, რომელთა მიღებას სჭირდება არა კომისიები, არამედ ერთიანი პოლიტიკური ნების ქონა. ჩვენ ვითხოვთ, მოწვეულ იყოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, რა საკითხზეც ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ჯგუფებს ხვდება.

შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

უმრავლესობის მხრიდან შეხვედრას შალვა პაპუაშვილთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა