კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის, ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის, მაგრამ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს

მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ კლინიკა „ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას საჭიროებს.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის, მაგრამ, ის საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას, რადგან ასეთი ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, მისი გადაყვანა მისი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა“, - აღნიშნავს ნაყოფია.

ამასთან, როგორც ნაყოფიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება მკურნალობის პროცესში ამერიკელი ექიმების ჩართვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა