პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, მათი განხორციელების კუთხით საქართველოს გეგმები და ევროპის საბჭოს ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.

„ნატალია ვუტოვამ ევროპის საბჭოს მხრიდან დაგეგმილ რეფორმებში ჩართულობის და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობა გამოხატა. მხარეები რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაში აგრეთვე ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში" მენეჯერი უშანგი ბახტაძე და პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში" მენეჯერი მაია ჯორჯიკია მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა