ნუგზარ წიკლაური - „ქართული ოცნება“ შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ დეკორაციას

„ოცნება“ შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციას განიხილავს, როგორც უბრალო პოლიტიკურ დეკორაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს შეხვედრა უბრალოდ შეხვედრისთვის იყო და ჩვენება თითქოს, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება სურს.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ნაბიჯი გადადგმული იქნება დეპოლარიზაციისკენ, თუკი პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

„ქართული ოცნების“ პოზიცია, მათმა საჯარო განცხადებებმა სრულიად ცხადი გახადა, რომ ისინი ამ შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციას განიხილავენ, როგორც უბრალო პოლიტიკურ დეკორაციას და სინამდვილეში ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა პრობლემების რეალურ გადაწყვეტასთან. თავიდანვე ნათქვამი სიტყვები, რომ შეხვედრაზე აბსტრაქტულ ფსევდო დეპოლარიზაციაზე, იმ პირობებში, როდესაც ამ ე.წ. დეპოლარიზაციისთვის შეხვედრას გასდევს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების გინება, რომლებიც ხან ხალხს აგინებენ, ხან პოლიტიკურ ოპონენტებს, ხან მედიამენეჯერებს სცემენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ცხადყოფდა უკვე, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ვიღაცისთვის ჩვენება, რომ თითქოს მათ უნდათ რაღაც დემოკრატიული პროცესი დაიწყონ და მიზანი არის ამ 12 პუნქტის გადაწყვეტა. რეალობა გახლავთ სხვაგვარი: იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას სურს გადადგას ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, სრულიად მარტივი არის, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მომზადებული იყო, შემოიტანონ პარლამენტში, ეს მართლაც იქნებოდა ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“, - განაცხადა წიკლაურმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა