მარიამ ჯიშკარიანი - ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა - მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს სპეციალიზირებულ, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექსპერტები 8 ივლისს გასინჯავენ და გაესაუბრებიან.

როგორც კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ, ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სპეციალიზირებულ დაწესებულებაში რეაბილიტაციას საჭიროებს.

„დღეს, პრაქტიკულად გავეცანით სამედიცინო დოკუმენტაციას, გარკვეული გამოკვლევების შედეგებს, ასევე გასაუბრება გვქონდა ექიმებთან, ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა, დღეს ვეღარ მოესწრო პაციენტთან საუბარი. ვფიქრობ, რომ პროგრესი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის და ჩვენი მოსაზრებით, ის კვლავ საჭიროებს სპეციალიზირებულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას და რეაბილიტაციას. ქვეყნის შიგნით სამწუხაროდ, არ არსებობს იმდაგვარი ცენტრები, სადაც მე მეგულება ადგილი, რომ ამ სინდრომებით რეაბილიტაცია და მკურნალობა მოხდეს, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა