ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილი გამოვიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მის ფინანსებს შეექმნა საფრთხე - ამ ადამიანს და მის პარტიას აღარ აქვთ „წითელი ხაზი“

ივანიშვილი გამოვიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მის ფინანსებს საფრთხე შეექმნა - ეს ადამიანი არ გამოსულა და მისი პირით არ

ულაპარაკია, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ექმნებოდა საფრთხე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და თავად ამ პარტიისთვის „წითელი ხაზი“ არ არსებობს და ეს ეხება ქვეყნის საგარეო ორიენტაციასაც.

„ამ ადამიანებმა [ევროპარლამენტარებმა] „ოცნება“ დააყენეს არჩევანის წინაშე, - ან ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მაშინ გამოჩნდება და აამოქმედებს თავის ადვოკატს და პარტიას, როდესაც მის ფინანსებს ექმნება საფრთხე - არც ამ ადამიანს და არც მის პოლიტიკურ პარტიას აღარ აქვთ „წითელი ხაზი“, მათ შორის ეს „წითელი ხაზი“ არ გადის ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე. ეს ადამიანი [ივანიშვილი] გამოვიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მის ფინანსებს შეექმნა საფრთხე და არ გამოსულა და მისი პირით არ ულაპარაკია, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ექმნებოდა საფრთხე. ქვეყანა და ეროვნული ინტერესები არ არის ამ ადამიანებისთვის პრიორიტეტი, არამედ ფინანსური რესურსების უსაფრთხოება და როგორც კი ამას საფრთხე შეექმნება, მაშინვე ამოქმედდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე შეეხო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თვითონ აპირებენ ე.წ. სატელიტი პარტიების მეშვეობით კოალიციის შექმნას 2024 წლისთვის.

„კობახიძის განცხადების ადრესატი პირველ რიგში თავად „ქართული ოცნება“ იყო, რადგან, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს იმის გაკეთებას, რასაც ბრიფინგზე ბატონი კობახიძე ასეთი მოჩვენებითი დამაჯერებლობით საუბრობდა. ისინი თვითონ აპირებენ ე.წ. სატელიტი პარტიების მეშვეობით კოალიციის შექმნას თუ უმრავლესობის ფორმირებას და ამისთვის ამზადებენ ეს ადამიანები ნიადაგს. აბსოლუტურად მიუღებელია დღეს, როდესაც დღის წესრიგში პირველი საკითხი და ამოცანა უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის რეალური შესრულება, ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, შესაძლებელია ამოძრავებდეთ მიზანი, რომ ერთ-ორ მანდატზე ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი გაცვალონ, რომელიც დღეს მიმდინარეობს და სტატუსის მიღებისკენ არის მიმართული, ეს არის მიუღებელი.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, ხშირად არის თანხვედრა გარკვეული პოლიტიკოსების და პარტიების მხრიდან ნარატივებში, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ყველაფერი „ოცნების“ წისქვილზე ასხმას წყალს. გამოჩნდება უფრო ნათლად ამ პროცესში ვის რა მიზნები აქვს. ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიზანი არ არის ყურადღების კონცენტრირება ახლა ამ საკითხზე მოხდეს, თუმცა, იმავდროულად არ ვამბობთ, რომ პრინციპის დონეზე, ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. თუ ამ პროცესის დაძვრა მოხდება, ამაში მონაწილეობას მივიღებთ, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი სხვა რამ არის“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო