ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ინდონეზიაში, ბალიზე „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, მალე დავასრულოთ ომი და მოვაგვაროთ ჩვენი უთანხმოება მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რეტნო მარსუდიმ შეხვედრის გახსნის დროს.

მისი თქმით, ომის ზეგავლენა იგრძნობა გლობალურად - საკვებზე, ენერგორესურსებსა და ფისკალურ სივრცეზე.

„როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად განვითარებადი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ზარალდებიან“, - აღნიშნა მინისტრმა.

„დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვიც ესწრება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია