ანდრიუს კალინდრა - „რბოლაში“ უკრაინასა და მოლდოვას უნდა დაეწიოთ, რომელთა მატარებელიც ძალიან სწრაფად მიდის - ხანდახან საჭიროა გაბედული, პოლიტიკურად მტკივნეული სვლები, მაგრამ ეს არის ფასი, რომ მეტი ნაბიჯი გადადგათ

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის უკვე ოფიციალური დასაწყისია, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ლიეტუვის ინტერესებშია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

რამდენად ეფექტურია დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, როგორ აპირებენ ოფიციალური ბრიუსელი და ვილნიუსი კალინინგრადთან დაკავშირებით არსებული საკითხის გადაჭრას და რას ურჩევს ლიეტუვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსსა“ და სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- ბატონო ელჩო, მინდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომით დავიწყოთ. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 130 დღეზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესეს. როგორც ვხედავთ, მკაცრი სანქციები აისახა როგორც რუსეთის, ასევე მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე, მაგრამ ამავდროულად, ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა მსოფლიოში მხოლოდ ნავთობის ექსპორტიდან 97,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, ანუ ერთ დღეში დაახლოებით 1 მილიარდი. როგორ ფიქრობთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტურია და დღითიდღე ასუსტებს მას, თუ რუსეთმა თავისი ომის მანქანის დასაფინანსებლად ალტერნატიული გზების მოძებნა მოახერხა?

- პირველ რიგში, გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებით მთელი დასავლური საზოგადოება თანხმდება, რომ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სანქციებით დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებიც ზარალდებიან, თუმცა ისინი მზად არიან ეკონომიკური პრობლემებისთვის, რათა უკრაინა და უკრაინელი ხალხის ტანჯვა არ გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენი გადაწყვეტილებავიყოთ სოლიდარული სანქციებთან დაკავშირებით, არ არსებობს რაიმე სხვა მშვიდობიანი ფორმა. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიან გზებს მხოლოდ სანქციების დაწესებით და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური განზრახვა, რომ დავარტყათრუსეთის ეკონომიკას. უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება თავად რუსეთში უნდა შეიცვალოს. დღითი-დღე სულ უფრო და უფრო მეტი სიგნალია იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ზიანს განიცდის. აქვე მინდა დამატებითი ყურადღება გავამახვილო, რომ ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ბელარუსს. ბელარუსი არის ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისას რუსეთს საკუთარი ტერიტორიის გამოყენების ნება დართო. ამ აგრესიამდე ორი დღით ადრეც ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი არ იქნებოდნენაგრესიის ნაწილი. სამწუხაროდ, ვერ ვენდობით ბელარუსს, ისევე როგორც ვერ ვენდობით რუსეთს.

- რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლივამ შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი და გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ლიეტუვას ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი რუსეთს ბუნებრივი რესურსებით შანტაჟის უფლებას არ მისცემენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად იყო ლივა ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დღევანდელი მდგომარეობა?

- პირველი სიგნალი რუსეთის მიერ ენერგორესურსების, ნავთობისა და გაზის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მაგალითი, თითქმის 20 წლის წინმოხდა, როდესაც ე.წ. Gazprom-Media-მ იყიდა NTV, იმდროინდელი ყველაზე პოპულარული ტელეარხი რუსეთში. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე 2014-მა წელმა დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. 2010 წელს, ლიეტუვა იხდიდა ყველაზე მაღალ ფასს გაზზე, ევროკავშირის ახალ წევრებს შორის. ასე ვხედავთ ჩვენ დამოუკიდებლობას. ჩვენ დამოუკიდებელნი ვართ რესურსების არჩევაში.ამიტომ ჩვენ ყოველთვისმზად ვიყავით რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისთვისადა ალტერნატიული წყაროებისგამოყენებისთვის. ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ცოტა უფრო მაღალი ეკონომიკური ფასი, რათა შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის დაფინანსება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთს ექსპორტით ფულის გამომუშავების ნება არ უნდა მივცეთ. ჩვენ ამავდროულად ვცდილობთ არ მივცეთ მათრესურსები საკუთარი ძალების გასაძლიერებლად და ეს არ არის მხოლოდ კალინინგრადში ან ბელარუსში, არამედ აქაც, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრშია. ჩვენ არ უნდა დავაფინანსოთ, რუსეთისა და ბელარუსისრეჟიმები, რადგან ეს რეჟიმები თამაშობენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

- 18 ივნისს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის გათვალისწინებით, იევის რკინიგზამ საკუთარ ტერიტორიაზე შეწყვიტა რუსული ტვირთების გატარება რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის მიმართულებით. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრ, ინგრიდა სიმონიტეს და პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ქვეყანა არ აპირებს სანქციების მოხსნას ტვირთებისთვის, თუმცა ევროკომისია სავარაუდოდ, გეგმავს გამოსცეს განკარგულება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს განაახლოს კალინინგრადში ტვირთების გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამ იდიას ოფიციალური ბერლინი მხარს უჭერს. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ აპირებენ ოფიციალური ბრიუსელი და ვილნიუსი ამ საკითხის მოგვარებას და რატომ არ არის ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთიანობა კალინინგრადთან დაკავშირებით?

- ევროკავშირის წევრებს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეფუძნება კონსენსუსს და რა თქმა უნდა, ეს შეეხება სანქციებსაც.დაწესებული იყო შუალედური პერიოდი, რომელიც 18 ივნისს დასრულდა, როდესაც ლიეტუვის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყო ამ სანქციების გატარება,მათ შორის რუსეთიდან კალინინგრადში ტვირთის გადატანაზე მაგრამ აქვე განვმარტავ, რომ აკრძალვა არ შეეხება ყველა სახის ტრანზიტს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სანქცირებული საქონელის აკრძალვაზე, მათ შორისაა ალუმინი, შენადნობები და სხვა. ამავდროულად მგზავრების ტრანზიტი ლიეტუვას გავლით კვლავ ხორციელდება. ჩვენ ვითვალისწინებთ 2004 წელს ევროკომისიას, ევროკავშირს, ლიეტუვასა და რუსეთის ფედერაციას შორისგაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებას. ჩვენ სიმართლის მხარესვართ. სიმართლე ის არის, რომ სანქციები დაწესებულია და თუ არ იქნება სხვა გადაწყვეტილება სანქციების მიღების შესახებ, ეს სისტემა იმუშავებსდა ამაზე ყველა გადაწყვეტილება აუცილებლად მიიღება ვილნიუსსადა ბრიუსელში მთელი ევროკავშირის მხარდაჭერით.

- 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭება, რაც მოთხოვნილი კრიტერიუმები შესრულდება. როგორ შეაფასებდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, იყო თუ არა შესაძლებელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა პირობებით, ნიშნავს თუ არა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ ასოცირებული ტრიო აღარ არსებობს და როგორ შეიძლება აღიქვას ეს პროცესი აგრესორმა სახელმწიფომ?

- ისტორიაში პირველადსაქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და ეს ცოტათი მახსენებს ლიეტუვას შემთხვევას, როდესაც 1997 წელს უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ვცადეთ კანდიდატის სტატუსის მიღებაორი წლის შემდეგ, 1999 წელს.რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით, მოვლენებს ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელსა დათბილისში. ევროკავშირმა ძალიან დიდი ინვესტიციაგანახორციელა საქართველოში, მათ შორის შარლ მიშელმა 19 აპრილის შეთანხმებაში. გასულ წელს ის ექვს თვეში სამჯერ ეწვია საქართველოს.ასე რომ, ეს ნამდვილად დიდი ინვესტიცია იყო და ისმიღებულია კონსენსუსით. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, განსხვავებული აღქმისა, ეს არის კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის შემთხვევაში. საქართველოსთვისევროპული პერსპექტივა, უკვე ოფიციალური დასაწყისია, შემდეგი ნაბიჯებისთვის, მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიანმნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდაგაგრძელდეს. ლიეტუვა მზადაამხარი დაუჭიროსსაქართველოს საჭირო რეფორმების დაჩქარებაში. თუ ჩვენი რჩევები და ჩვენი დახმარება,მათ შორის ექსპერტთა ჯგუფი ჩართული იქნება ამაში, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ ეს და ამის შესახებ ვაცნობებთ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ეს არის ჩვენი ნამდვილი ინტერესი, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს, გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ შეასრულოთ, რადგან ეს არის დიდი მოლოდინი ყველა დედაქალაქის, მათ შორის ვილნიუსის მხრიდან, რომ ამ წლის ბოლოსთვის ეს რეკომენდაციები განვიხილოთ და საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მე მჯერა, რომ ეს არ არის ვილნიუსის ან თბილისის ინტერესი, არამედ მთელი რიგი ევროპული დედაქალაქებისა ევროკავშირის მასშტაბით.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საქართველოსა და ლიეტუვასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს თბილისსა და ვილნიუსში და არა მოსკოვში. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული შიდა საკითხებზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოს დადანაშაულება, წარმატების მომტანი ვერ იქნება. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ რუსეთის ფედერაციის „ფანჯრიდან” არ ვიყურებოდეთ, რადგან რუსეთის ფედერაციის ხედვა ძალიან განსხვავდება ჩვენი ხედვისგან.

- ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობა დაასახელა, მათ შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, დეოლიგარქიზაცია, სახალხო დამცველის არჩევის წესი, თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობაზე ეფექტური რეაგირება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება ევროკავშირის მიერ დასახელებული 12 პუნქტის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს. შეიქმნა სპეციალური დღის წესრიგი, თუ რა უნდა გაკეთდეს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს „ქართული ოცნება“ აღნიშნული პუნქტების შესრულებას და მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს?

- როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში,მოგვწონს თუარ მოგვწონს, ქვეყნის განვითარებასადა მომავალზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ეკისრება,მაგრამ ამავდროულად, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ამ რეკომენდაციების გათვალისწინებისას,ეკისრება მთელ ქვეყანას, მათ შორის ხალხს, ყველა პოლიტიკურ პარტიასადა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.ძალიან კარგია გეგმა და კონკრეტული თარიღები. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. ამ „რბოლაში“ უნდა დაეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა მატარებელიც ძალიან სწრაფად მიდის.ხანდახან საჭიროა გაბედული სვლები, პოლიტიკურად მტკივნეული სვლები, მაგრამ ეს არის ფასი და ფასი იმისა, რომ გაცილებით მეტი ნაბიჯი გადადგათ. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით ძალიან ინტენსიურ მუშაობას და შემდეგ ერთობლივ ძალისხმევას ყველასგან, რადგან საქართველოსშესახებ განხილვა იქნება უკვე ნახევარ წელზე ნაკლებ დროში. ასე რომ, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი.ნება მომეცით, ლიეტუვას სახელითგამოვხატო მხარდაჭერასაქართველოს მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასოცირებული ტრიო პირველ ადგილზე იქნება ევროპის დღის წესრიგში.

- ლივის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას იზრუნოს პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც მისი პირადი ექიმის თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და საჭიროა ევროპის რომელიმე სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის გადაყვანა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ სააკაშვილთან დაკავშირებით და არის თუ არა ლივა მზად, მიიღოს ის, თუ საქართველოს მთავრობა დათანხმდება მის გადაყვანას.

- ლიეტუვის მთავრობა და პარლამენტი ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოს წარმატებებით.ვილნიუსი თვალს ადევნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეს, განსაკუთრებით ამ საკითხის ჰუმანიტარულ ნაწილს და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ჰუმანიტარულ ნაწილზე. თუ ეს საჭიროა ამ საკითხის გადასაჭრელად,ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ პოლონეთის მოწვევას და წინადადებას მესამე პრეზიდენტის მიღების შესახებ. ჩვენ პატივს ვცემთ თბილისის გადაწყვეტილებას და არ ვაპირებთ ჩავერიოთ ქვეყნისათვის სუვერენულ საკითხებში.

- გმადლობთ, ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლივა არის საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ მიმართოთ ქართულ საზოგადოებას ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ევროკავშირს დავუახლოვდეთ...

- ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენიდანუკვე 30 წელზე მეტიგავიდა, ეს არის მოკლე დრო სახელმწიფოს ასაშენებლად. ის ყოველდღიურად გრძელდება. მოგიწოდებთ გააგრძელოთ დემოკრატიისა და თავისუფლების განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განვითარდება საქართველო და ლიეტუვა მომავალში, როგორი ქვეყნების აშენებას ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნების ურთიერთსიყვარული და მეგობრობა გაიმარჯვებს. მჯერა, რომ ლიეტუვა და საქართველო ყოველთვის მხარს დაუჭერენ ერთმანეთს. ჩვენი ერთობლივი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა არის ის, რისი ერთგულიცვართ, მაგრამ ამას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა ორივე მხარისა და ხალხის მიმართ. ახლახალხი არის ის, ვინც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების მომავალს.

ბექა ბერიაშვილი

„პალიტრანიუსი“

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს