გია ცაგარეიშვილი - არახამიამ ქართულად მარტო „გამარჯობა“ იცის - აქ რომ მედია არ იყოს, ერთი 3 სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ

„გამარჯობა“ იცის არახამიამ მარტო ქართულად, აქ რომ მედია არ იყოს, ერთი 3 სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე უკრაინაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არახამიას მსგავსი ქართველები იყვნენ სერგო ორჯონიკიძე, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინი.

„სად არის მტკიცებულებები, რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ მე აქედან ვაგზავნი რაღაცებს პუტინისთვის, რომ მერე მან ესროლოს უბედურ უკრაინელ ხალხს?! ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს ე.წ. ქართველი, მასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასეთი ქართველები იყვნენ, რომლებმაც ამოაგდეს და მოსპეს საქართველო, ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას. „გამარჯობა“ იცის მარტო, ერთი სიტყვა ქართულად, ახლა აქ რომ მედია არ იყოს, ერთი სამ სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი