ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილის ჯიბრი კი არ მაქვს, არ მინდა, რომელიმე მდიდარი ადამიანის სათამაშო იყოს ქვეყანა - „ქართული ოცნება" ეცდება, გამოაძვრინოს ივანიშვილი, ალბათ არც იმას მოერიდებიან, თქვან ღარიბი კაცია, სად აქვს მაგდენი ფულიო

ბიძინა ივანიშვილის ჯიბრი კი არ მაქვს მე მაგალითად, არ მინდა, რომელიმე მდიდარი ადამიანის სათამაშო იყოს ეს ქვეყანა - დღეს ბიძინა ივანიშვილის სათამაშოა, მოუნდება ისე იზამს, მოუნდება ასე, მაგრამ არ მინდა ჩემმა ძმადნაფიცმა ოქრიაშვილმა აიგდოს ეს ქვეყანა და აპამპულაოს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ღიმილის მომგვრელია, როცა „ქართული ოცნება" ამბობს, რომ ხაზარაძე იგულისხმა ევროკავშირმა დეოლიგარქიზაციაში მაშინ, როცა ივანიშვილი იგულისხმა, თუმცა, ელისაშვილი წინააღმდეგი არ არის ივანიშვილის გარდა კანონი სხვებზეც გავრცელდეს.

„12 პუნქტში არის მარტივი საკითხები, შედარებით მძიმე და ძალიან მძიმე საკითხები. მარტივი საკითხია მაგალითად, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა, სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა და ა.შ. როგორც ჩანს, ყველაზე რთულია დეპოლარიზაცია, რადგან ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიგო, ვერც „ქართულმა ოცნებამ", ვერც მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამ" და კიდევ რამდენიმე პარტიამ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია. იქ რომ წერია დაასრულეთ, ზოგს ჰგონია, რომ ეს ნიშნავს, რომ მან უნდა გალანძღოს, მაგრამ სხვას არ აქვს მისი გალანძღვის უფლება, არადა ყველას გვეხება ეს. რა თქმა უნდა, რთულია დეოლიგარქიზაცია და ძალიან ღიმილისმომგვრელია, როცა „ქართული ოცნება" ამბობს, რომ ხაზარაძე იგულისხმა ევროკავშირმა, როცა ივანიშვილი იგულისხმა. ხაზარაძეც გავრცელდება ალბათ, ჩემი ძმადნაფიცი რომ არის ოქრიაშვილი, იმაზეც და სხვებზეც. საერთო ეროვნულ პროდუქტთან შედარებით რაღაც თანხით მეტი თუ გაქვს, უკრაინის კანონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ეს სანქციები ვრცელდება, რომ არ აქვს მედიის ფლობის უფლება, პარტიის დაფინანსების, მაღალი თანამდებობის პირებთან კომუნიკაციის და ა.შ. გავრცელდეს, რატომაც არა. ბიძინა ივანიშვილის ჯიბრი კი არ მაქვს, მე მაგალითად, არ მინდა, რომელიმე მდიდარი ადამიანის სათამაშო იყოს ეს ქვეყანა. დღეს ბიძინა ივანიშვილის სათამაშოა, მოუნდება ისე იზამს, მოუნდება ასე, მაგრამ არ მინდა ჩემმა ძმადნაფიცმა ოქრიაშვილმა აიგდოს ეს ქვეყანა და აპამპულაოს, შესაბამისად, თუ ამ კანონს მივიღებთ, ეს უნდა იყოს ჩამკეტი, რომ ყველას აიძულოს. ეს რა თქმა უნდა, რთული საკითხია, ეცდება "ქართული ოცნება" გამოაძვრინოს ივანიშვილი, ალბათ არც იმას მოერიდებიან, თქვან ღარიბი კაცია, სად აქვს მაგდენი ფულიო,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს