ბექა ბასილაია - ვიდრე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება არ დასრულდება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ამიტომ ეროვნული ამოცანაა მისი გათავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური შურისძიება, ვიდრე პოლიტიკური შურისძიება არ დასრულდება, ვიდრე ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ასეთ ქვეყანას სტატუსს არ მისცემენ, შესაბამისად ეროვნული ამოცანაა მისი გათავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბექა ბასილაიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი იმავე პირობებში იმყოფება, როგორც რუსთავის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო და ასეთ ვითარებაში მისი განკურნება ვერ მოხდება.

„არის კლინიკის ჩვეულებრივ ერთ-ერთ პალატაში, თუმცა ფაქტობრივად იქაც არის ზუსტად იგივე რეჟიმი, რაც ციხეში და ციხის საკანში. გადატიხრული და შეჯავშნილია, ციხის თანამშრომლების მორიგეობის ქვეშ.

იმ პირობებში, რა პირობებშიც მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ჯანმრთელობის პრობლემა და ეს პრობლემა დაკავშირებულია ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან, იმავე პირობებში მისი განკურნება ვერ მოხდება, მსგავსი შეფასება ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სამედიცინო წარმომადგენლისგან“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის განსაკურნებლად საზღვარგარეთ გაგზავნა და სასჯელის გადავადებაა აუცილებელი.

„საქართველოში ნებისმიერ ვითარებაში ის იქნება პენიტენციური სისტემის ფარგლებში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ვივამედი“, რუსთავის მე-8 დაწესებულება, თუ რაიმე სარეაბილიტაციო ცენტრი, ზუსტად იგივე ვითარება იქნება, თავისუფლება შეზღუდული, ბადრაგის თანდასწრებით, შეჯავშნილი გისოსებიანი სივრცე. აქედან გამომდინარეა ჩვენი მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნეს საზღვარგარეთ, არა პენიტენციური სისტემის ფარგლებში, ბუნებრივია და სასჯელი გადაუვადდეს. ეს განპირობებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად ძალიან მძიმეა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას თქმით, „ფაქტი იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ, სახეზეა".

„მე როდესაც ბოლოს ვნახე მიშა, უშუალოდ, რამდენიმე თვის წინ და ახლა რომ ვნახე ორი კვირის წინ, ცა და დედამიწაა განსხვავება. ადამიანი ვიზუალური აღქმით ძალიან ცუდად გამოიყურება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგში ჩაერთონ.

„სასამართლომ შეიძლება ხელოვნურად მოინდომოს პროცესების გაწელვა, რომ მაქსიმალურად დიდხანს არ მიიღონ გადაწყვეტილება, შეიძლება თავიანთი პოტენციურად ფალსიფიცირებული ალტერნატიული დასკვნები მოიტანონ, რომლის მიხედვითაც შეიძლება თქვან, რომ კარგად არის, საღ-სალამათია, შეიძლება ესეც იკადრონ და ა.შ. ამის მონიტორინგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მათ შორის ევროკავშირის მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონი შალვა ხაჭაპურიძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ველოდებით იმედიანად“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო