კარლ ნეჰამერი - ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

კარლ ნეჰამერი აღნიშნავს, რომ ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი „ტვიტერში" წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები განიხილა.

"2022 წელს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ჩვენ ასევე გვაკავშირებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად, ძალიან გამიხარდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა! განსახილველი თემები იყო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმით ომს, რომელსაც ჩვენ ორივე ვგმობთ. აქ არ შეიძლება დავიწყებულ იქნეს გაყინული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - აღნიშნავს კარლ ნეჰამერი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს