ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ქართული ოცნებისთვის" ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას და რამდენად მისცემენ პატარა პარტიებს პოლიტიკაში შემოსვლის საშუალებას

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკურ სპექტრში მთავარი მარტო ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს და პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება სხვა პარტიებსაც უნდა მიეცეს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ამის ერთადერთი გარანტია საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა და საარჩევნო ბლოკების დაშვებაა, რაც თავისთავად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.

„საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ქართული ოცნებისთვის" ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას და რამდენად მისცემენ პატარა პარტიებს პოლიტიკაში შემოსვლის საშუალებას - იქნება ეს ბარიერის 2%-მდე დაწევა თუ საარჩევნო ბლოკების აკრძალვის გაუქმება.

„ქართულმა ოცნებამ" საკუთარ ხალხს და ევროკავშირს ულტიმატუმები კი არ უნდა წაუყენოს, არამედ უნდა იმოქმედოს როგორც პასუხისმგებლიანმა მთავრობამ, რომელსაც სამწუხაროდ, წილად ხვდა ხელისუფლებაში ყოფნა. რაც შეიძლება დროულად უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა დეპოლარიზაციის პროცესი დაიწყოს და უზრუნველვყოთ ევროკავშირის 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო