გიგა ბოკერია - აწარმოებენ კამპანიას, რომ ამერიკა ირიბად ცდილობს საქართველოში სისხლის დაღვრას, ეს უტიფარი, პოლიტიკურად ავადმყოფები მშვიდობიანად უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას

ჩვენ ყველას გვახსოვს ახლაც კი ხევსურების ამერიკელების მიმართ გულისამაჩუყებელი წერილი, სადაც ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი და ყველაზე ძლიერი თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერა გვჭირდება. მაშინ იმ ხალხს არც საელჩო ჰქონდა აქ და ეს ყველაფერი იყო იმ სულისკვეთებისა და ისტორიული არჩევანის გამოვლინება, რაც ქართველ საზოგადოებას ჰქონდა და აქვს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას.

გიგა ბოკერია თქმით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან, ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ ამაში გვჭირდება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა და უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც პირველ რიგში ამერიკელებთან მუშაობითაა დაკავებული, რომ მეტი ინტეგრაციით უსაფრთხოების სფეროში, ნატო-ში ინტეგრაციით პირველ რიგში გავხდეთ დაცულები გარეშე მტრისგან და ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, „მაგრამ ამის მაგივრად ხელისუფლება შესულია სამარცხვინო დაპირისპირებაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“.

„კამათი ბევრ რამეზე შეიძლება, მაგრამ ესენი რუსეთის წინააღმდეგ კი არ აწარმოებენ კამპანიას, არამედ აწარმოებენ კამპანიას, რომ ამერიკა ირიბად ცდილობს საქართველოში სისხლის დაღვრას. ვიცით, რომ თქვენც იცით რომ გატყუებთო, მაგრამ მაინც მოგატყუებთო გვეუბნებიან. ეს უტიფარი, პოლიტიკურად ავადმყოფები მშვიდობიანად უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები