თამარ კორძაია - თუ „ქართული ოცნება“ მოტივირებულია, რომ დეპოლარიზაცია შეამციროს, მაშინ მან თავის წარსულიდან გამომდინარე, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ნდობის აღსადგენად

თუ „ქართული ოცნება“ მოტივირებულია, რომ დეპოლარიზაცია შეამციროს, მაშინ მან თავის წარსულიდან გამომდინარე, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ნდობის აღსადგენად. ასეთი საკითხები გამოიკვეთა, რომელსაც არ სჭირდება სამუშაო ჯგუფების შექმნა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ამ პროცესზე უარს იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ უნდა დეპოლარიზაცია.

„პირველი ეტაპი არის ის საკვანძო საკითხები, რომლებიც შეიძლება უახლოეს პერიოდში იქნას ინიცირებული და გადაწყვეტილი. თუ „ქართული ოცნება“ მოტივირებულია, რომ დეპოლარიზაცია შეამციროს, მაშინ მან თავის წარსულიდან გამომდინარე, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ნდობის აღსადგენად. ასეთი საკითხები გამოიკვეთა, რომელსაც არ სჭირდება სამუშაო ჯგუფების შექმნა, რადგან ეს პროექტები გამზადებული სახით არსებობს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადმოდგას ნაბიჯი სწორედ დეპოლარიზაციისთვის და იმის საჩვენებლად, რომ ის არის სერიოზულად განწყობილი ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადება და არამოსამართლე წევრების არჩევა. ამას არ სჭირდება სამუშაო ჯგუფის შექმნა, კანონპროექტის შემუშავება და ა.შ. თუ ის ამაზე არ წამოვა, ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა დეპოლარიზაცია. ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ დაინახა როგორი იტყუება ის, მათ შორის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმან, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა. ამიტომ, მან ნდობა უნდა მოიპოვოს, როგორც ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა