მეუფე იაკობი - არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს - კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროს რა გაგვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა და დღესაც რას გვიკეთებს

არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაკვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა, დღესაც რა გაგვიკეთა, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

მეუფე იაკობმა ქვეეყნის შიგნით ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი უნდა დათმონ.

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, მოლდოვაზე ახლა ზღაპარს გვიყვებიან, რუმინეთი რომ არ ყოფილიყო, არავინ მიიღებდა. წავიდა ვაჭრობა და რუმინეთი უკრაინას ხმას არ მისცემდა, ვერ მიიღებდნენ თუ არ მიიღებდნენ მოლდოვას. ჩვენთვის ევროპაში ერთი ერი არ აღმოჩნდა ისეთი, რომ ასე დაეჭირა მხარი, თუმცა აღმოჩნდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები საქართველოზე რომ საწინააღმდეგოს ამბობდნენ. ევროდეპუტატებზე მინდა ვთქვა, ზოგიერთ მათგანს ვიცნობ, შეხვედრებიც გვქონია და საქართველოზე ვთქვი, რაც მერე ღმერთმა ათქმევინა მაკრონს, რომ თურმე საზღვარიც არ გვაქვს ევროპასთან გეოპოლიტიკური. მე ვთქვი ის, რასაც იტყოდნენ ისინი, ვისაც მიიღებდნენ, რატომაც მიიღებდნენ. ბარემ, „პერსპექტივა“ მოგვცეს, ტაში დავუკრათ, რომ „პერსპექტივა“ მოგცეს? ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. არ შეიძლება ასე ყურება, სხვა ერებზე. აბა, შევხედოთ ისრაელს, მართლაც დიდი და ღვთის ერია. რა სჭირდება საქართველოს? სჭირდება რომ გავხდეთ სახელმწიფო. სახელმწიფო რომ გახდე, სახელმწიფოს უნდა შეგეძლოს თავის დაცვა ანუ უნდა გქონდეს ძლიერი უსაფრთხოება, ძლიერი ჯარი გყავდეს და შიგნით სახელმწიფოში, თითოეულ პიროვნებას განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს, კანონი უნდა იცავდეს, კანონი - კანონობდეს. ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები, ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ? თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა გვჭირდება ჩვენ. რა იციან ევროპელებმა, 12 მჭირდება, თუ 25? შეიძლება 100 რაღაც მჭირდება იმისთვის,რომ შევიცვალო, შეიძლება 3 გვჭირდება... ქართველებს ერთადერთი რამ გვჭირდება თავიდან, ერთმანეთის სიძულვილი, ზიზღი უნდა დავთმოთ. ადამიანები ვართ, ჩვენ დარვინის თეორიის ადამიანები კი არ ვართ, თითოეული ჩვენგანი ღვთისგან შექმნილია და ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. ვისაც შეყვარება არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს, თორემ მოვა დრო და...“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, საქართველო ისრაელის მსგავსად ძლიერ ერად უნდა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? სადღაც შევიდეთ? დღეს რომ ასე მექცევი, როცა შემოვალ ისევ ხომ ცუდად მომექცევი? ჩემი ქვეყნის სახელით რომ გელაპარაკები, შენ კეთილი უნდა ინებო და როგორც თანასწორი თანასწორს იღებს ისე მიიღო. ჩვენ არ ვართ მრავალმილიონიანი ერი, ვისზე ნაკლები ვართ? მაგრამ შეხედეთ, რა ხდება ჩვენთანაც - ძველად სპართსეთში გარობდნენ ხოლმე და ერთმანეთს უჩიოდნენ ასე და ისე იქცევაო და იქიდან უნდა შეექეთ, იქიდან უნდა დაენიშნეთ ან მეფედ ან თავადებად და იმათი „კურთხევა“ გჭირდებოდა. იგივე იყო ოსმალეთის იმპერიის დროს, აღარ ვლაპარაკობ რუსეთის იმპერიის დროზე, მერე საჩივრად რომ მოსკოვში გარბოდნენ და სამართალს რომ იქ ეძებდნენ. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერად, ისრაელის მსგავსად ძლიერი ერი უნდა გავხდეთ და რა გვიშლის ხელს ამაში? ერთმანეთის დაჭმა. რამდენი ხანია ვამბობთ, მოდით ეკლესიაში და შერიგება ეკლესიაში მოხდება, ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგონ? ან მათ, როგორ უნდა გვირჩიონ, თუ ჩვენ აქ, ერთმანეთი ვერ ავიტანეთ, რომელ ევროპაზეა საუბარი? ამერიკა ყოველთვის მხარში გვედგა ხოლმე. იმ დღესაც, შეხვედრა გვქონდა, ღონისძიება რომ მორჩა რამდენიმე ეპისკოპოსი ამერიკიდან ჩამოსულ გავლენიან პირს შევხდით. იქაც იყო საუბარი და ალალად გვითხრა, ბუშს რომ მერკელთან საქართველოზე ჰქონდა საუბარი, პირდაპირ უარზე მიდიოდა. ახლა, მაკრონს ათქმევინეს და მაკრონს რაც უნდა ეთქვა, სიტყვასიტყვით მანამდე ვთქვი, იმიტომ,რომ ვიცი, რითი უნდა გაემართლებინათ ტყუილი. კიდევ გეუბნებით,უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, იმას მადლობა ღმერთს, რუმინეთი დაუდგა [და მისცეს კანდიდატის სტატუსი] და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ხედავთ, ჩვენთანაც ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ, ხალხმა ნახა, რომ ბრძოლა იყო სკამისთვის და ევროპას არავინ ართმევს. თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება, ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დაუხარო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება. კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი,მაგრამ კანონს მანამდე ვერ მიიღებ თუ ურთიერთგაგება და ერთმანეთთან წესიერი ურთიერთგაგება არ გქონდა. არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაგვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა და დღესაც რა გაგვიკეთა, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს. მარტო ამერიკა ევროპასაც არ ყოფნის, შიდავაჭრობები აქვთ და ამ ვაჭრობაში ჩვენ გარეთ დავრჩით, სამწუხაროდ. ამიტომ, ნიანგის ცრემლები არ გვინდა არც ევროპელებისგან, არც ჩვენებისგან, მთავარია, ერთად ვიყოთ ერთად“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო