ნინო წილოსანის შეფასებით,  ოპოზიციონერი დუპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, „თვალთმაქცი ხალხია“

„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი „თვალთმაქც ხალხს“ უწოდებს ოპოზიციის იმ დეპუტატებს, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ, .

როგორც ნინო წილოსანი განმარტავს, რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გაღრმავების საფუძველი იქნება.

„ვფიქრობ, ის ოპოზიციონერი დუპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცი ხალხია. თუ მათ 12 რეკომენდაციაზე სურთ მუშაობა, ამისთვის შესაბამისი სამუშაო ფორმატებია და არა საყვირალი ფორმატი, რომელიც მათ რეალურად აწყობთ.

რიგგარეშე სხდომა მხოლოდ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გაღრმავების საფუძველი იქნება მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან ამის სურვილი არ არის“,- აღნიშნავს წილოსანი.

მისივე თქმით, მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად საერთო ინტერესებისთვის ნებისმიერ სამუშაო ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს,რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო