კარლ ჰარცელი - გეგმაში, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს და ძალიან მომეწონა, ისინი ამბობდნენ: რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას

ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ და მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ნიშნავს ევროკომისიის ჩანაწერში ოლიგარქიზაცია და ვის ეხება ის.

როგორც კარლ ჰარცელი განმარტავს, მას მოეწონა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი გეგმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას.

„ჩემი აზრით, ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ და მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. მსგავის შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს. საბოლოოდ, უნდა ვთქვათ, რომ გამართულ დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არასაჭირო ინტერესებს, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ხასიათის ბალანსზე რაიმეს სახის გავლენის მოხდენის საშუალება არ მიეცეს.

პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ძლიერ ინსტიტუტებზე. უნდა არსებობდეს იმედი, რომ მათ საკუთარი მანდატის შესრულება კანონის უზენაესობის სრული დაცვით შეუძლიათ. ეს არის ფუნდამენტი იმ ყველაფრისა, რაზეც საუბარია. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა განსხვავებულად გამოიყურებოდეს.

გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, რაც ძალიან მომეწონა იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას. თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს დისკუსიის კარგი საწყისი წერტილია, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა“,- აღნიშნავს ჰარცელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა