სერგო ჩიხლაძე - თავდასხმები საერთაშორისო პარტნიორებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება, რათა დასავლეთს დავშორდეთ

„ქართული ოცნებისთვის“ რეალური ტესტი და პოლიტიკური ნების გამოვლენა პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნა იქნება და სესიაზე ისეთი საკითხების განხილვა, დაყენება და მიღება, როგორიცაა მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან კონსულტაციები და ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, საკუთარი თავის მოტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„კონსულტაციები არის უსაგნო. ვნახეთ პირველი კონსულტაცია ბატონ [შალვა] პაპუაშვილთან, რომელიც კომიკური შედეგით დასრულდა. ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და საკუთარი გუნდის შიგნით წონა არ აქვთ, არის საკუთარი თავის მოტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს რაღაც პროცესები მიმდინარეობს“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე ვარაუდით, მმართველი გუნდის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებზე ზეწოლა გაძლიერდება, რომ „მაქსიმალურად დავშორდეთ დასავლეთს და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური პასუხი მივიღოთ“.

„სამწუხაროდ, გვაქვს მოლოდინი, რომ თავდასხმები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც ვნახეთ ივნისამდე, რომ მაქსიმალურად დავშორდეთ დასავლეთს და ნეგატიური პასუხი იყოს სტატუსთან დაკავშირებით. ამისკენ არიან მოწოდებულები და სამწუხაროდ, ეს პროცესი გაძლიერდება“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა