ნინო წილოსანი - არეულობისა თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი

პარტია „ქართული ოცნების" წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, არეულობის თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი.

მან ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი წარმატებით დასრულდება.

"ევროკავშირისკენ მიმავალი გზა აუცილებლად გადის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს ოპოზიციის თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პოზიტიურ როლს, აუცილებლად გადის თუნდაც იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ჩვენთვის უპირატესია და რომლის შესრულების გზებიც უკვე დავსახეთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად გადის მშვიდობიან პოლიტიკურ გარემოზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა არეულობის თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, ამის თაობაზე თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც ისაუბრეს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა და გარკვეულწილად იხელმძღვანელეს იმ გარემოებებით, რომელიც უკრაინასა და მოლდოვაში არის, ვგულისხმობ საომარ სიტუაციას თუ ომის საშიშროებას, ამ კუთხით გულდასაწყვეტი იყო გადაწყვეტილება, რომ 6 თვით გადავადებულიყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა იმედი გვაქვს, როგორც აქამდე, ჩვენი ძალისხმევა ასოცირებულ წევრობასთან, ვიზალიბერალიზაციასთან თუ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა, ამ შემთხვევაშიც ის ზომები, რომელიც დავსახეთ და რომელშიც იმედი გვაქვს, ოპოზიცია აუცილებლად შემოგვიერთდება, ყოველ შემთხვევაში, მათი ყველაზე კონსტრუქციული ნაწილი მაინც, ნამდვილად წარმატებით დასრულდება“,-განაცხადა წილოსანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა.

„ფაქტია, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ",-აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს