იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები" და „არ მცალიას" არ ველოდები

მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები" და „არ მცალიას" არ ველოდები, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მას სააკაშვილისგან „ცივილურობის მოლოდინი" აქვს.

მიხეილ სააკაშვილი აქეთ რომ ყოფილიყო და არა უკრაინაში, აქამდეც შევხვდებოდი და გავიცნობდი. აქამდეც იდგა საჭიროება მისი პოზიციის მოსმენის, რადგან ვერ ვუგებდი „ნაცების“ პოზიციას. ამან განაპირობა სწორედ ჩემი შეხვედრის სურვილი, რადგან სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვა პოზიცია მოვისმინე, ერთი და იგივე პოზიციის გამო, ზოგი მაქებდა და ზოგი მლანძღავდა და „ქოცებთან" შეკრულს მიწოდებდა. მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს, ეს ადამიანი როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ნაკლები დრო დავხარჯო მის თანაპარტიელებთან საუბარში.

მზაობას რაც შეეხება ყველანი ერთად ვნახავთ, მივალ, მოვითხოვ შეხვედრას და დანარჩენს ერთად დაველოდებით. მე მაქვს ცივილურობის მოლოდინი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა (როგორია) არ ვიცი, მაგრამ "არ შევხვდები" და "არ მცალიას" არ ველოდები,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა