აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე - „ვებსტერი“ განათლების კუთხით ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავს და გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლებისა და კულტურის სფეროშიც და „ვებსტერი“ და სხვა უნივერსიტეტები ამის ძალიან კარგი მაგალითია,“ - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ კრის ანდერსონმა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კრის ანდერსონმა აუდიტორიას ქართულ ენაზე მიმართა და საქართველოსა და ამერიკის საერთო ღირებულებაზე - დამოუკიდებლობაზე ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა ორივე ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენს მეგობრობაში. წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავს და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რა თქმა უნდა, მათ შორის, განათლებისა და კულტურის სფეროშიც და „ვებსტერი“ და სხვა უნივერსიტეტები ამის ძალიან კარგი მაგალითია. კონკურსანტებმა თავიანთი საქმე ძალიან ხარისხიანად შეასრულეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, შესანიშნავი ნაშრომები იყო, დემოკრატია და, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად გქონდათ განხილული, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და სწორედ ამიტომ ვართ ასეთი ბუნებრივი პარტნიორები და მოკავშირეები“, - განაცხადა აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკული უნივერსიტეტის ვებსტერის კამპუსმა საქართველოში დამოუკიდებლობის თემაზე ესეების კონკურსის გამართა, რომელშიც 200 აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ, 7 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ ერთი გამარჯვებული გამოავლინა და მთავარი პრიზი 1000 ლარი ლაშა-გიორგი შამუგიას გადაეცა. ასევე, მისი პუბლიკაცია Forbes Georgia-ს ვებგვერდზეც გამოქვეყნდება.

ლაშა-გიორგი შამუგიას გარდა ჟიურიმ კიდევ 6 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: მარი ვაჭრიძე, ლუკა ბეროშვილი, მარიამ კორახაშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, დათა კაციტაძე და ნინო მესხია.

ჟიურის წევრები კი იყვნენ: თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტი; ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა; კრის ანდერსონი - კულტურის ატაშე, აშშ-ის საელჩო საქართველოში; მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი; ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონული დირექტორი, ამერიკული საბჭო ; გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭო და ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

Webster-ის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

ბიზნესის ადმინისტრირება – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 01 მედიაკომუნიკაციები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02 საერთაშორისო ურთიერთობები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით. ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის