პაატა მანჯგალაძე - ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება - „მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლია"

ივანიშვილი ვაჭრობს საქართველოთი და საქართველოს ინტერესებით, ჩვეულებრივი ვაჭრუკანაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლეგენდაა, რომ თითქოს ვინმემ "ქართული ოცნება" დატოვა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ რეალურად ისინი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს ახმოვანებენ.

„ივანიშვილის ადვოკატი ყიფიანი საუბრობს იმაზე, რომ ის ფაქტობრივად არის სანქცირებული. ის, რაც ხდება და როგორიც არის რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება - "მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლია". ივანიშვილი ვაჭრობს საქართველოთი და საქართველოს ინტერესებით, ჩვეულებრივი ვაჭრუკანაა.

ლეგენდაა, რომ თითქოს ვინმემ „ქართული ოცნება" დატოვა, ისინი არიან ჯგუფი, რომელიც დავალებას იღებს პირდაპირ რუსი კურატორებისგან. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ამით შეიქმნა „ალტ- ინფოს" საპარლამენტო ჯგუფი და ის, რასაც ლაპარაკობს ყაველაშვილი, "ქართული ოცნების" ცალკეული წარმომადგენლები, მათ შორის, დიმიტრი სამხარაძე, ამას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო