ბექა დავითულიანი - ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა - დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ქვეყნისთვის იმუშაონ

ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა - დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ქვეყნისთვის იმუშაონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი ოპოზიციას ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

"ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას ჰყავს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება იწყებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, გახსნა კარი და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაუჯერონ ევროკავშირის რეკომენდაციებს, დაასრულონ პოლარიზაცია და პროცესს შეუერთდნენ.

ვინც შეუერთდება ის ამ რეკომენდაციებს ასრულებს, ვინც არ შეუერთდება - ის ანტიევროპულად იქცევა და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე შეიძლება იყოს გამოყენებული. ვინაიდან არჩევნებით ვერ ახერხებენ ხელისუფლების მოპოვებას, ცდილობენ რამენაირად იპოვონ მიზეზი, რაც მათ ექსტრემალურ ვითარებაში, არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოიყვანს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა