ელენე ხოშტარიას განცხადებით, აშშ-ს ორმა უწყებამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთ-ბელარუსისთვის არის საზღვაო-სავაჭრო გზა, რათა მოხდეს სანქცირებული ტვირთების გადაზიდვა

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამერიკულმა ორმა უწყებამ, კერძოდ კი, ამერიკის ფინანსურ დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთ-ბელარუსისთვის არის საზღვაო-სავაჭრო გზა, რათა მოხდეს სანქცირებული ტვირთების გადაზიდვა.

როგორც ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამერიკის ფინანსური დანაშაულთა ბრძოლის ქსელი და ვაჭრობის დეპარტამენტი ის უწყებებია, რომლებიც ერთობლივად ახდენენ სანქციების აღსრულების კონტროლსა და მონიტორინგს.

„გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, საუბრობს სანქციებზე თავიდან არიდების თვალსაზრისით უკვე არსებულ “შავ ხვრელებზე” და მეორეს მხრივ - მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები და რა ერთეულები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სიახლის მანქანის მომარაგება. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორ ამ სანქციების სამიზნე. ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, ერთის მხრივ, როგორ აღასრულო სანქციები და როგორ გააკონტროლო ის ფაქტი, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავიდან არიდება. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისა. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია. პირველად, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ საგანგებოდ ინფორმაცია, რადგან საფრთხე გვაქვს, რომ არ დასანქცირდეს ქვეყანა, პორტი ანუ საზღვაო გზით არ დავსანქცირდეთ და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები ამ ქვეყანაში. ასევე, ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და აქედან მე-16 პუნქტი საუბრობს იმაზე, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სანქცირებულ რუს პირთან, მიხეილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს “ბორჯომს”, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი, 49,9%-ს ფლობს „ბორჯომში“, რაც ასევე საყურადღებოა და რაზეც ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისი განმარტებით, „დროა”, როგორც ოპოზიციური პარტია აპირებს 22-ვე პუნქტზე კონტროლი განახორციელოს ყველა იმ ტრანზაქციის თუ გარიგების მიმართულებით, რაც დოკუმენტშია ჩამოთვლილი. ხოშტარიას თქმით, ამის თაობაზე ითანამშრომლებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მიმართავენ მთავრობას.

„ასევე, მოხარული ვიქნები თუ ბიზნესთან შევძლებ თანამშრომლობას. რადგანაც ჩვენი მიზანია ბიზნესმა თავიდან აირიდოს სანქციები და სადამსჯელო ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, რომ არ ვიყოთ რუსული სისხლის მანქანის მომმარაგებლები, ამისთვის დაისაჯოს ოლიგარქი, ოლიგარქიული საცეცები, კონკრეტულად ისინი, ვინც კრემლთან კავშირში არიან მხილებულები და არა, ბიზნესი და ქართული საზოგადოება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო