ზურაბ ბატიაშვილი - ეს ის მომენტია, რომელსაც დიდი ხანია ველოდით - დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად, ახლა დავინახავთ უკრაინის კონტრშეტევას

დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად, ახლა დავინახავთ უკრაინის კონტრშეტევას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს მასიური შეტევის განსახორციელებლად საჭირო მარაგები უკვე ამოეწურა.

„ეს ის მომენტია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მოგეხსენებათ, იარაღი პარტია-პარტია ჩადიოდა უკრაინაში და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს, დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რაც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად და დავინახავთ კონტრშეტევას. თუ აქამდე რუსების შეტევებს ვხედავდით, რუსების მარაგები, მათ შორის ადამიანური, შეტევისთვის ამოუწურა. რუსებმა პაუზა გამოაცხადეს კიდეც, ეს არის რეალობის ასახვა. მათ აღარ შეუძლიათ შემდგომი შეტევების განხორციელება. შეტაკებები ახლაც ხდება, თუმცა მასიური შეტევები, რომელსაც ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში ვხედავდით, აღარ ხდება. ეს მარაგები ამოწურეს და თუ არ გამოაცხადეს მობილიზაცია, რაც ბევრ სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული, მათ ამოეწურათ შეტევის საშუალება. ახლა რუსეთი რამდენიმე დღე გაჩერდება და უკრაინამ გამოაცხადა, რომ იწყებს კონტრშეტევის განხორციელებას, რათა დაიბრუნოს ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. შავი ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა მას ჰქონდეს გარე სამყაროსთან კავშირი და პორტები აამუშაოს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხში დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

„დასავლეთი არის ისეთი ერთიანი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. არ ვამბობ, რომ დასავლეთში განხეთქილებები და განსხვავებული აზრები არ არის, მაგრამ უკრაინისადმი მხარდაჭერას რაც შეეხება, აქ ორი აზრი არ არსებობს. დასავლეთის ზოგიერთ ლიდერს შეიძლება მაინცდამაინც ეს არ ხიბლავდეს, მაგრამ მას უწევს ანგარიში გაუწიოს საკუთარ მოქალაქეებს, რადგან არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა მისცეს. ამომრჩეველი მას ჰკითხავს - სად იყავი შენ და რას აკეთებდი, როდესაც უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებოდნენ? ამაზე ყველას პასუხი აქვს გასაცემი. მე არ ვამბობ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თავიდანვე ღიად უჭერდნენ მხარს, მე ვამბობ გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის შესახებ, სადაც იყო ორჭოფობა და განსხვავებული აზრები. ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა და ისინიც არანაკლებ იარაღს აწვდიან უკრაინას“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი