ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე ხსნის წინ, განახლებული ინდექსები გამოქვეყნდა - მმართველობის, კეთილსინდისიერების ინდექსები, მსოფლიო ინდექსები და რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის ნომერი პირველი ანალიტიკური ცენტრის The Heritage Foundation-ის გამოკვლევით. მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე- ეს არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა. მინდა, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ შედარებისთვის უკვე წელს აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატო-ს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. რამდენიმე ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო: კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და ა.შ.

შედარებისთვის მინდა გითხრათ, 2012 წელს, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოს ეუბნებოდნენ და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებით, შესრულების მხრივ და ინდიკატორებით 69-ე ადგილზე ვიყავით ამ ინდექსის მიხედვით, მაშინ, საუბარი არ იყო არავითარ საუკეთესო ოცეულზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა