პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ესწრება

პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო, რომელიც თავის მხრივ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ნაწილია.

სამუშაო შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე წერილობითი შეფასების დოკუმენტს წარადგენს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციასთან გაცვლიან მოსაზრებებს უკვე განხორციელებულ რეფორმებზე.

„ჩვენ დავიწყეთ 12 პრიორიტეტზე მუშაობა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ერთი მხრივ არის ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული და მეორე მხრივ ჩვენ ამ გეგმას თან დავურთეთ გრაფიკი, რითაც გავწერეთ მთლიანად ეტაპები, როდის რომელი პუნქტის რომელი ნაწილი შესრულდება. სასამართლო რეფორმის ნაწილს რაც შეეხება, აქ რეკომენდაცია ევრომისიის და ევროპული საბჭოსი არის, რომ უნდა მოხდეს ანალიზის საფუძველზე რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და ამ რეფორმის განხორციელება შესაბამისი ცვლილებების მეშვეობით კანონში, სადაც ასევე ჩართული იქნება ვენეციის კომისია და მათი რეკომენდაციები იქნება მოსმენილი. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ეს სამუშაო დაწყებული იყო და ამ კუთხით წინ ვართ უკვე. დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება პარტიების მიერ გაკეთებული წერილობითი ანალიზის გაცვლა. მაშინ, როცა ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, პირველ ეტაპად დაისახა, რომ ყველა პარტიას, ფრაქციას თუ პოლიტიკურ ჯგუფს მოემზადებინა საკუთარი წერილობითი ანალიზი, თუ რა რეფორმები განხორციელდა აქამდე, სად ვართ, რა გამოწვევებია და როგორ ვუპასუხოთ მათ. ჩანს, რომ არის შეუთანხმებლობა შეფასებებში, დიაგნოზში და ამიტომ იმისთვის, რომ ამ შეფასებებში ვნახოთ, რა არის ამის არგუმენტი, საჭიროა, ეს იყო ანალიზზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. დღეს გავცვლით მოსაზრებებს. პარტია „მოქალაქეებს“ წარმოდგენილი აქვთ უკვე წერილობით ეს დოკუმენტი, „ქართული ოცნებაც“ წარადგენს და ვნახოთ, სხვები თუ მოიტანენ ასეთ წერილობით დოკუმენტს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეხვედრაში ოპოზიციიდან მონაწილეობენ „გირჩის“, „მოქალაქეების“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები. საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა